- პროექტის სახელწოდება: ,,ჩემი სოფელი ასეთი ლამაზი..."
- პროექტის მთავარი იდეა: მშობლიური სოფლის ისტორიულ–ეთნოლოგიური და. ფოლკლორულ–დიალექტოლოგიური თვალსაზრისით უკეთ შესწავლა.
- პროექტის მთავარი მიზნები: ჩვენი აზრით, ეს პროექტი არის ერთ საინტერესო რეალურ და აქტუალურ შეკითხვაზე: ,,როგორ და რამდენად კარგად ვიცნობ ჩემს სოფელს?''–სრულყოფილი პასუხის მიღების მცდელობა .პროექტის თემის გარშემო რამდენიმე საინტერესო კითხვის გაჩენის შემდეგ, შევარჩიეთ ისეთები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ბავშვებში ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, დამოუკიდებელი კვლევის სურვილის გაჩენას, მშობლიური სოფლის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვება–შესწავლას.
- პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა: ვფიქრობთ, ეს პროექტი ერთი კონკრეტული მნიშვნელობით არის აქტუალური–იგი ხელს შეუწყობს ჩემს მოსწავლეებს მშობლიური სოფლის კიდევ უფრო შეყვარებაში,მისთვის რაიმე სასარგებლოსა და ღირებულის გაკეთების სურვილის გაჩენაში,მის შესახებ დეტალური ცოდნის მიღებაში.რაც მთავარია,დაეხმარება ბავშვებს დამოუკიდებელი კვლევა–ძიების უნარ–ჩვევების დაუფლებაში,ამ კვლევების შედეგად მიღებული ცოდნის წარმოჩენასა და საკუთარი ,,ნაღვაწით'' სიამოვნების მიღებაში.უცხო ადამიანებისათვის კი თავისი მშობლიური სოფლისადმი ინტერესის გაღვიძებაში.
- მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი.
- ვადები: 6თვე.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: ისტორიული მასალები ფოტოგამოფენის მოწყობის შემდეგ ფოტოსტენდის სახით გაკეთდება;ფოლკლორული ექსპედიციის შედეგები–ხელნაწერი სასკოლო ჟურნალის სახით გამოიცემა;ეთნოლოგიურ–ეთნოგრაფიული მასალები ჩანაწერების სახით იქნება ზეპირი პრეზენტაციით წარმოდგენილი;დიალექტოლოგიური დაკვირვებების შედეგები თემატური მასალების სახით იქნება წარმოდგენილი მოსწავლეთა სასკოლო კონფერენციაზე.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები/სასწავლო მასალა და ტექნიკური საშუალებები: მარკერები,ფორმატები,ფანქრები,ფურცლები,ციფრული ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,დიქტოფონი,კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტი.
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები და სტრატეგიები): თემატური თვალსაზრისით და მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით გადავანაწილებთ შესასრულებელ დავალებებს ჯგუფებში: .სულ 4 ჯგუფი იქნება 5–5 მოსწავლიანი : !–ჯგუფი შეისწავლის ფოლკლორულ მასალებს; 2–ჯგუფი სოფლის კუთხურ მეტყველებას დააკვირდება, რომელიც ქართლური კილოს ერთ–ერთი საინტერესო კილო–კავის ––ფრონისხეობის მეტყველების თავისებურ ფორმას წარმოადგენს . 3–ჯგუფი სოფლის ისტორიას და გეოგრაფიულ მდებარეობას შეისწავლის; 4–ჯგუფი სოფლის ეთნოლოგიურ–ეთნოგრაფიულ მხარეს გაეცნობა. .პროექტი 6 თვიან ვადაზეა გათვლილი დავალებების სირთულისა და მასალების მრავალრიცხოვნების გამო.ყოველი თვის ბოლოს გვექნება სამუშაო შეხვედრა, სადაც თითოეული ჯგუფი პრეზენტაციის სახით წარმოადგენს ხოლმე თავიანთი ერთთვიანი მუშაობის მასალებს.მე,როგორც პროექტის ხელმძღვანელი, თითოეული ჯგუფის კვლევ–ძიების შედეგებს გულდასმით მოვისმენ და მათში მოსწავლეთა შორის სეგმენტურად გადანაწილებულ დავალებებს შევაფასებ: ვიწონებ რაც კარგია, შენიშვნას ვაძლევ–საჭიროების შემთხვევაში და კვლევის სწორ გზაზე დავაყენებ. ასეთი ინსტრუქტაჟით ჯგუფები მუშაობის შემდგომ ეტაპზე გადავლენ .უკვე მოძიებულ და დადებითად შეფასებულ მასალებს ვინახავთ სკოლაში და, ასე გაგრძელდება პროექტის დასრულებამდე...ბოლოს მოვაწყობთ ექსპედიციის შედეგების სასკოლო პრეზენტაციას . მოწონების შემთხვევაში, მათ ჩვენი სკოლის ბლოგზე განვათავსებთ ან ჩემს პირად ბლოგზე.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ე.ს.გ.–თან კავშირი: საქართველოს ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, ხელოვნებასთან, ისტ–თან (ინტერნეტში მასალების მოძიება , პრეზენტაციების ჩვენება, ვებ–გალერიით სარგებლობა); ზოგადი ინტელექტის გამდიდრებასთან ერთად ბავშვებს უმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის უნარები, დამოუკიდებელი კვლევა–ძიების ჩვევები , საზოგადოებასთან ურთიერთობას სწავლობენ, რის საფუძველზეც გაუადვილდებათ მათ პიროვნებად ჩამოყალიბება.
- პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი–გიული მახაჭაშვილი
- ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: giulimaxachashvili@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: giulimaxachashvili.blogspot.com
ჩემი სოფელი ასეთი ლამაზი...
Sunday, March 13, 2011
ჩემი სოფელი ასეთი ლამაზი
Subscribe to:
Posts (Atom)